მბაპემ ბენზემას მიღწევა გააუმჯობესა – საფრანგეთმა უკრაინას ვერ აჯობა

0
6

კილიან მბაპემ ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში ეროვნული ნაკრების მაისურით 40 მატჩი ყველაზე ახალგაზრდამ ჩაატარა.

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სტარტზე D ჯგუფში საფრანგეთმა უკრაინა მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 1:1.

განვლილი შეხვედრის მე-19 წუთზე მასპინძლები საჯარიმოს ფარგლებს გარედან ძალიან ეფექტური დარტყმით გრიზმანმა დააწინაურა, თუმცა, 57-ე წუთზე კიმპემბემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ფრეს გამორჩა.

გრიზმანმა თავისი 34-ე სანაკრებო გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით დავიდ ტრეზეგეს დაეწია. საფრანგეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი 51 გოლით ტიერი ანრია, მეორე პოზიციაზე ოლივიე ჟირუა (44), ხოლო მესამეზე -მიშელ პლატინი (41).

მბაპე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე მარსიალმა შეცვალა. მან საფრანგეთის ნაკრებში 40 მატჩი 20 წლის და 3 თვის ასაკში ჩაატარა, რის შედეგად კარიმ ბენზემას რეკორდი გააუმჯობესა.

ბენზემამ, რომელსაც 2017 წლის შემდეგ „სამფეროვნებში“ აღარ იწვევენ, ეროვნულ გუნდში 40 შეხვედრა 22 წლის და 9 თვის ასაკში გაამრთა.