ილმაზის ჰეთ-თრიქი და ნოდერლანდების შეწყვეტილი სერია

0
38

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების 5-მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც 2020 წლის ოქტომბრიდან გრძელდებოდა თურქეთში შეწყდა.

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის G ჯგუფის პირველ მატჩში თურქეთმა შინ საფრანგეთი 4:2 დაამარცხა.

ანგარიში მე-15 წუთზე მასპინძლების ფორვარდმა ბურაქ ილმაზმა გახსნა, რომელმაც 34-ე წუთზე პენალტიდან დუბლი მიითვალა. 46-ე წუთზე ჩალხანოღლუს დარტყმის შემდეგ თურქები 3:0 დაწინაურდნენ.

75-ე წუთზე, ნიდერლანდელმა კლასენმა ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო ერთ წუთში თურქების კარი ლუკ დე იონგმა აიღო.

81-ე წუთზე ილმაზმა საჯარიმოდან ლამაზი გოლი გაიტანა და 2015 წლის შემდეგ, თავის კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ნიდერლანდებთა მატჩამდე მან ბოლოს 3 გოლი „გალათასარაის“ მაისურით თურქეთის თასის ფინალში „ბურსასფორთან“ 3:2 მოგებულ დაპირისპირებაში გაიტანა.

35 წლის ილმაზმა მიმდინარე სეზონში „ლილის“ მაისურით საფრანგეთის ლიგა 1-ში 20 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.