ბრაზილიაში მწვრთნელების გაშვებაზე ლიმიტი დააწესეს

0
6

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებიდან მწვრთნელების დათხოვნაზე ლიმიტი დააწესა, იუწყება espn.com.

ახალი წესის მიხედვით, კლუბს სეზონის განმავლობაში მწვრთნელის ერთხელ გაშვება შეუძლია. გარდა ამისა, თავად მწვრთნელს სეზონის მსვლელობისას თანამდებობის თავისი სურვილით დატოვების უფლება ერთხელ აქვს.

თუ სეზონის განმავლობაში მწვრთნელი ორი კლუბიდან წავა, მაშინ მას ახალი სეზონის დაწყებამდე ამა თუ გუნდის გაწვრთნა არ შეუძლია.

მწვრთნელის გადადგომის შემთხვევაში კლუბს ახალი თავკაცის დანიშვნა შეუძლია. თუმცა, თუ კლუბმა მეორე მწვრთნელი დაითხოვა, მაშინ თავკაცად შეუძლია დანიშნოს თანამშრომელი, რომელსაც კლუბში მინიმუმ 6 თვე უმუშავია.

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის წინადადებას 20 კლუბიდან მხარი თერთმეტმა დაუჭირა, ხოლო 9 წინააღმდეგ წავიდა.