ბითაძის 9 ქულა და გამარჯვება „დეტროიტთან“

0
4

„ინდიანა პეისერსმა“, რომლის ღირსებას გოგა ბითაძე იცავს, ეროვნული საკალთბურთო ასოციაციის მორიგ შეხვედრაში „დეტროიტ პისტონსი“ მიიღო და 116:11 დაამარცხა. შედეგად, ინდიანელებმა 6-მატჩიანი საშინაო მარცხიანი სერია დაასრულეს.

ბითაძემ მოედანზე 11:16 წუთი გაატარა და 9 ქულა დააგროვა, 5 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან ერთი სამქულიანი გამოიყენა.

„პეისერს“ კრის ლევერტმა ულიდერა, რომელმაც 28 ქულა დააგროვა.

ინდიანელებმა 43 მატჩიდან 23 მოიგეს და 20 წააგეს. შედეგად, ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა.