შერმადინის მორიგი MVP-ის ტიტული ჩემპიონთა ლიგაში

0
7

გიორგი შერმადინმა „ლენოვო ტენერიფეს“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაში მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა.

J ჯგუფის მე-4 ტურში ესპანურმა გუნდმა ბოსნია-ჰერცეგოვინის „იგოკეას“ უმასპინძლა და 80:75 დაამარცხა.

შერმადინი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 20:10 წუთი გაატარა. მან 21 ქულა, 3 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20 იყო.

„იგოკეას“ ამერიკელმა ჯეკი კარმაიკლმა ულიდერა, რომელმაც 26 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 26 გახლდათ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თამაში ტენერიფელებმა მოიგეს, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი დაასახელეს.

„ლენოვო ტენერიფე“ 3 გამარჯვებითა და 1 მარცხით J ჯგუფში ლიდერია.