საქართველოს ნაკრები შვედეთშია – სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს

0
4

საქართველო ეროვნული ნაკრების ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის გასამართად სტოკჰოლმში ჩარტერული რეისით ჩავიდა.

ვილი სანიოლის გუნდი შვედეთის დედაქალაქს 24-კაციანი შემადგენლობით ესტუმრა. ეროვნულ გუნდს უახლოეს მატჩებში დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარება.

24 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე საქართველოს ნაკრები სოლნას ფრენდს არენაზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი),  ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

შვედეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.