„ფიორენტინას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

0
6

ფლორენციის „ფიორენტინას“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფლორენციელებს ჯუზეპე იაკინი გავწრთნის, რომელიც თანამდებობიდან თავისი ნებით წასული ჩეზარე პრანდელი შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ იაკინი „ფიორენტინას“ 2019 წლის 23 დეკემბრიდან 2020 წლის 9 ნოემბრამდე ავარჯიშებდა და მისი გაშვების შემდეგ, გუნდს სათავეში სწორედ პრანდელი ჩაუდგა.

56 წლის იაკინის კარიერის განმავლობაში „ფიორენტინას“ გარდა, შემდეგი გუნდები გაუწვრთნია: „ჩეზენა“, „ვიჩენცა“, „პიაჩენცა“, „კიევო“, „ბრეშა“, „სამპდორია“, „სიენა“, „პალერმო“, „უდინეზე“, „სასუოლო“, „ემპოლი“.