ნედვედი: „პირლო და რონალდუ მომავალ სეზონშიც რჩებიან“

0
4

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცეპრეზიდენტის პაველ ნედვედის თქმით, მომავალ სეზონში გუნდის მთავარი მწვრთნელი ისევ ანდრეა პირლო იქნება და ასევე, არც კრიშტიანუ რონალდუს გაშვებას აპირებენ.

„კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ დარჩება. ის ხელშეუხებელია. ასევე, მომავალ სეზონში ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო იქნება“ – იუწყება ნედვედის სიტყვებს იტალიური მედია.

მიმდინარე კვირაში იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, მაშინ პირლო თანამდებობას დატოვებს.

გარდა ამისა, ესპანური მედიის ინფორმაციით, „იუვეს“ ხელმძღვანელები მზად არიან რონალდუს 25 მილიონ ევროდ შეელიოს.