კუმანი „ბარსელონას“ მომავალ სეზონშიც გაწვრთნის

0
4

რონალდ კუმანი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას მომავალ სეზონშიც შეინარჩუნებს.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, გუშინ ნიდერლანდელი სპეციალისტის „ბარსას“ ახალ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კუმანი გუნდს მომავალ სეზონშიც უხელმძღვანელებს.

შეხვედრას ლაპორტას გარდა, „ბარსელონას“ სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი და ტექნიკური დირექტორი რამონ პლანესიც ესწრებოდნენ.

58 წლის კუმანი „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად 2020 წლის აგვისტოში დაინიშნა. მან კატალონიელთა გაწვრთნისთვის ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების თავკაცის თანამდებობა დატოვა.