ახალი შესარჩევი ახალი ფორმით

0
3

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ახალი სათამაშო ფორმით იწყებს.

ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იუწყება, რომელმაც ახალ ფორმაში გამოწყობილი ჯაბა კანკავას, გიორგი ლორიას და ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო გამოაქვეყნა.

ფრანგი ახალი მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველები პირველ მატჩს ხვალ სტუმრად შვედეთთან ჩაატარებენ.

მომავალი შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.