თორნიკე შენგელიამ ცსკა-ს “კალევთან” მოაგებინა

0
10

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში მორიგი მძლავრი მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს ტალინურ “კალევთან” გამარჯვებისკენ გაუძღვა. მატჩი VTB-ლიგის ეგიდით გაიმართა და არმიელებმა შეხვედრა 94:72 მოიგეს.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 19:25 წუთში 18 ქულა, 2 მოხსნა, თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა. თორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 10-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ფორვარდი თავის გუნდში საუკეთესო იყო, მატჩის ბომბარდირი კი 21 ქულით კალეველი მარკუს კენეე გახდა.
19 მატჩიდან 14 მოგებით ცსკა მე-3 ადგილზეა. შენგელიას გუნდი ზენიტს (17 მოგება) და უნიკსს (15) ჩამორჩება. ეს ცსკა-ს ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო ტურნირზე. 27 მარტს ცსკა მე-2 ადგილზე მყოფ ყაზანის უნიკსს უმასპინძლებს.