„სპორტინგის“ ატირებული დებიუტანტი

0
2

დარიუ ესუგუ პორტუგალიის ჩემპიონატის ლიდერ ლისაბონის „სპორტინგის“ ისტორიაში შევიდა.

პრიმეირა ლიგის 24-ე ტურში „სპორტინგმა“ „გიმარაეში“ 1:0 დაამარცხა, ხოლო 16 წლის ესუგუ თამაშში 84-ე წუთზე ჟოაო მარიუს მაგივრად ჩაერთო.

ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ოდესმე პორტუგალიის ერთ-ერთი გრანდის რიგებში უთამაშია.

ესუგუ „სპორტინგის“ აღზრდილია და 2021 წლის 17 მარტს მან კლუბთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.

ესუგუმდე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც ლისაბონურ კლუბში უთამაშია სანტამარია იყო, რომელსაც დებიუტი 16 წლის, 11 თვისა და 12 დღის ასაკში ჰქონდა.

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, 16 წლის ნახევარმცველმა ემოცია ვერ შეიკავა და ატირდა.

„სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონატს 64 ქულით ლიდერობს.