საქართველოს-რუმინეთზე ჟურნალისტები შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან

0
2

ქვეყანაში მოქმედი ჩოვიდ 19-ის რეგულაციების თანახმად, საქართველოს რაგბის კავშირი აცხადებს სააკრედიტაციო განაცხადების მიღებას საქართველო-რუმინეთის მატჩზე, რომელზეც მედიის წარმომადგენლები შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან.

რეგულაციების მიხედვით მესხის სტადიონის მედია ტრიბუნაზე აუცილებლად უნდა იქნას დაცული სოციალურიდისტანცია, რომლის გათვალისწინებით ტრიბუნაზე დაიშვება მედიის მხოლოდ 20 წარმომადგენელი. შესაბამისად, აკრედიტაციების რაოდენობა მკაცრად შეზღუდული იქნება – თითოეული მედია საშუალებიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი წარმომადგენლის აკრედიტირება;

ტელევიზიების წარმომადგენლებს შეუძლიათ დამატებით ოპერატორების აკრედიტირება (მატჩის მსვლელობის დროს გადაღება აკრძალულია).

მატჩზე ფოტო გადაღებას მკაცრი შეზღუდვებით აწარმოებს მხოლოდ 10 აკრედიტირებული ფოტოგრაფი;

მედია აკრედიტაცია დაიწყება 22 მარტს. სააკრედიტაციო განაცხადების მიღებადასრულდება 25 მარტს 18:00 საათზე.

სააკრედიტაციო განაცხადის გასაკეთებლად მსურველმა უნდა გამოაგზავნოსშეტყობინება შემდეგ მისამართზე media@rugby.ge.

შეტყობინებაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:

მედია საშუალების დასახელება; ჟურნალისტის სახელი და გვარი; ჟურნალისტის საიდენტიფიკაციო ბარათი (ე.წ. პრეს ბარათი);

სააკრედიტაციო განაცხადზე დადებითი თუ უარყოფითი პასუხის შეტყობინებასმედია საშუალებების წარმომადგენლები მიიღებენ არაუგვიანეს 26 მარტისა.

დადებითი პასუხის შემთხვევაში მედია საშუალების წარმომადგენლები დამატებით მიიღებენ შეტყობინებას თუ სად და როდის შეეძლებათ სააკრედიტაციო ბარათის მიღება.

რაც შეეხება წინასამატჩო და მატჩის შემდგომ პრესკონფერენციებს –  COVID 19-ისრეგულაციების დაცვით, მედიას საშუალება ექნება დაესწროს მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში.