სალაჰი „ლივერპულში“ ისევ საუკეთესოა

0
6

მოჰამედ სალაჰი გულშემატკივრებმა თებერვლის თვეში „ლივერპულის“ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

გულშემატკივრებს შორის „ლივერპულის“ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ეგვიპტელმა ფეხბურთელმა კერტის ჯონსსა და ტრენტ-ალექსანდეერ არნოლდს აჯობა.

სალაჰი მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მესამედ აღიარეს. მანამდე, 28 წლის ფორვარდმა ეს პრიზი დეკემბერში და იანვარში მოიგო.

სალაჰმა 2020-2021 წლების სეზონში „ლივერპულის“ მაისურით ყველა ტურნირზე 39 თამაში ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.