პრანდელი „ფიორენტინადან“ წავიდა

0
4

ჩეზარე პრანდელიმ ფლორენციის „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, იტალიის ეროვნული ნაკრების ექსთავკაცმა ეს ნაბიჯი თავისი სურვილით გადადგა.

პრანდელის ხელმძღვანელობით გუნდმა ბოლო მატჩი სერია A-ს 28-ე ტურში თავის მოედანზე „მილანთან“ ჩაატარა და 2:3 დამარცხდა.

პრანდელი „ფიორენტინას“ თავკაცად 2020 წლის ნოემბრის დასაწყისში დანიშნეს და 5 თვეც არ უმუშავია. აღსანიშნავია, რომ მას ფლორენციულ კლუბში მუშაობის გამოცდილება ადრეც ჰქონდა – 2005-2010 წლებში.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჩემპიონატის მომდევნო მატჩში გუნდს ჯუზეპე იაკინი უხელმძღვანელებს.