ოთარ კიტეიშვილი:”იმედია ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვსურს”

0
7

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ოთარ კიტეიშვილის თქმით, მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში რთული კალენდრის მოუხედავად, გუნდი პირველი თამაშიდან ბოლომდე იბრძოლებს.

ოთარ კიტეიშვილი:ძალიან მიხარია, რომ გუნდთან ერთად ვარ. ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია შედარებით სწრაფად გავიარე. რაც შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპს და კალენდარს, რთულ ჯგუფში მოვხვდით და ამასთან ერთად საკმაოდ რთული კალენდარიც გვაქვს,  ექვს დღეში სამი თამაშის ჩატარება გვიწევს.

მიუხედავად ყველაფრისა, პირველი თამაშიდანვე ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვთვლი, რომ პირველ მატჩში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითამაშებთ და რა შედეგით დასრულდება შეხვედრა. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვსურს და ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ.

ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამასთან ერთად უახლოეს მატჩებში თამაშის შანსი რამდენიმე დებიუტანტს ექნება. სასიხარულოა, რომ ეროვნულ გუნდში თამაშის საშუალება ბევრ მოთამაშეს ეძლევა.

რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელს, მას დღეს შევხვდით და გავიცანით, მსურს, რომ წარმატება ვუსურვო. იმედი მაქვს, რომ მისი კარიერა საქართველოს ნაკრებში წარმატებული იქნება.“