იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი ალესანდრო ნესტა უმუშევარია.
სერია B-ში მოასპარეზე „ფროზინონეს“ ხელმძღვანელებმა 45 წლის სპეციალისტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ამის მიზეზი გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგი იყო – ბოლო 18 მატჩიდან „ფროზინონემ“ მხოლოდ 2 მოიგო.
ნესტა გუნდს სათავეში 2019 წლის ივნისში ჩაუდგა და გასულ სეზონში „ფროზინონემ“ მე-8 ადგილი დაიკავა. ამჟამად, გუნდი სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა.
