ლიოვი ესპანურს სწავლობს და „რეალზე“ ოცნებობს

0
3

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს, რომელიც თანამდებობას ევრო-2020-ის შემდეგ დატოვებს, მუშაობა რომელიმე ევროპულ გრანდში სურს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური განცხადებით, ლიოვი ბუნდესნაკრებიდან მიმდინარე წლის ზაფხულში წავა.

ავტორიტეტული ჟურნალისტის კრისტიან ფალკის განცხადებით, 61 წლის ლიოვი ესპანურ ენას სწავლობს.

ფალკის თქმით, ლიოვს არაერთხელ უთქვამს, რომ „რეალია“ ის კლუბი, რომლის გაძღოლაც სურს.

ლიოვის წასვლის შემდეგ, გერმანიის ნაკრების მომავალ თავკაცად „ბაიერნის“ ამჟამინდელი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი განიხილება.

თუმცა, მიუნხენური კლუბის მმართველი საბჭოს თავჯდომარის კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადებით, ფლიკი მუშაობას „ბაიერნში“ გააგრძელებს.