კვერკველიას ძველი ნაცნობი დაუნიშნეს

0
3

ვოლგოგრადის „როტორის“ მცველმა სოლომონ კვერკველიამ გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის იური ბატურენკოს დანიშვნის თაობაზე კომენტარი გააკეეთა.

„მიხალიჩი“ სამწელიწადნახევრის წინ გავიცანი, როდესაც „ლოკომოტივში“ გადავედი. მას როგორც მწვრთნელსა და ადამიანს დიდ პატივს ვცემ, გუნდთან ერთად ბევრი ტიტული მოიგო. მიხარია, რომ „როტორში“ დაინიშნა და ვფიქრობ, ყველაფერი ნორმალურად იქნება.

გუნდმა ის დღეს გაიცნო და ყველა კარგად შეხვდა. ყველას უხარია, რადგან იციან, რომ ძალიან კარგი სპეციალისტია“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა რუსულ მედიასთან საუბარში.

ბატურენკომ, რომელიც წლების განმავლობაში მოსკოვის „ლოკომოტივში“ იური სიომინს ეხმარებოდა. „როტორში“ ალექსანდრ ხაცკევიჩი შეცვალა. მანამდე, მას მთავარ მწვრთნელად არსად უმუშავია.

კვერკველია მიმდინარე სეზონის წინ „როტორში“ „ლოკომოტივმა“ გაანათხოვრა. მის გარდა, ვოლგოგრადულ კლუბში კიდევ სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: ზურიკო დავითაშვილი, გიორგი არაბიძე და ნიკოლაი ყიფიანი.

დავითაშვილს კონტრაქტი ყაზანის „რუბინთან“ აკავშირებს და „როტორში“ იჯარითაა გაშვებული ამ სეზონის ბოლომდე.