ბითაძის 10 ქულა „მილუოკისთან“

0
5

გოგა ბითაძემ მიმდინარე სეზონში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 10 ქულა მესამედ მოაგროვა.
„ინდიანა პეისერსი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გამოდის სტუმრად „მილუოკი ბაქსს“ შეხვდა და 113:140 წააგო.
ბითაძემ პარკეტზე არასრული 19 წუთი გაატარა და 3-ჯერ ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ერთხელ სამქულიანი. გარდა ამისა, ერთი საჯარიმოც გამოიყენა. ბითაძემ ბურთი 5-ჯერ მოხსნა და თავის ანგარიშზე ერთი დაფარებაც ჩაიწერა.
გოგა ამ სეზონში მანამდე 10 ქულა იანვარში „ტორონტო რეპტორზთან“ დააგროვა, ხოლო გასულ თვეში – „ნიუ ორლეანთან“.
გამარჯვებულებ ჯრუ ჰოლიდეიმ ულიდერა 28 ქულით და 14 შედეგიანი გადაცემით.
დამარცხებულებში დომანტას საბონისმა 22 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.
42 მატჩის შემდეგ „ინდიანა“ 23  წაგებით და 19 გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა.
„პეისერსი“ მომდევნო შეხვედრას 25 მარტს შინ „დეტროიტ პისტონსთან“ ჩაატარებს.