სუარესის 500

0
5

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ყველა ტურნირზე 500 გოლი გაიტანა.

ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურში „ატლეტიკოს“ თავის მოედანზე „ალავესი“ 34 წლის ურუგვაელის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა.

სუარესმა კარიერის მანძილზე „ბარსელონაში“ 198 გოლი გაიტანა, „აიაქსში“ – 111, „ლივერპულში“ – 82, ურუგვაის ნაკრებში – 63, „ატლეტიკოში“ – 19, „გრონინგენში“ – 15, ხოლო „ნასიონალში“ – 12.

ის 19 გოლი მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ბომბარდირებში მე-2 ადგილზეა, პირველზე ლიონელ მესია 23 ბურთით.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში სუარესის გოლებმა „ატლეტიკოს“ ესპანეთის ჩემპიონატში 17 ქულა მოუტანა, რაც საუკეთესო შედეგია.

14 მატჩიდან, რომელშიც ურუგვაელმა მეტოქეთა აკრი აიღო, „ატლეტიკომ“ 12-ჯერ მოიგო და 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა.

13-13 ქულა თავისი გოლებით „სევილიას“ იუესე ენ-ნესირიმ, ხოლო „ვილიარეალს“ ხერარდ მორენომ მოუტანეს.

აქვე გეტყვით, რომ მატჩის 86-ე წუთზე „ატლეტიკოს“ მეკარე იან ობლაკმა პენალტი მოიგერია.

სლოვენიელმა კარის დარაჯმა 2018 წლის მაისის შემდეგ ლა ლიგაში თერთმეტმეტრიანი პირველად არ გაუშვა. მანამდე, მას პენალტიდან 9 გოლი გაუტანეს, ხოლო სანდრო რამირესმა 2019 წლის ოქტომბერში ბურთი კარს ააცილა.

ამ სეზონში ობლაკმა კარი „მშრალად“ 12 შეხვედრაში შეინახა.