ქვილითაიას საუცხოო გოლი და უქულოდ დარჩენილი „ანორთოსისი“

0
4

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“, რომელიც კვიპროსის ჩემპიონატში საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის, შინ აელ-თან 1:2 დამარცხდა.

სტუმრებმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნეს, ხოლო 44-ე წუთზე მეირე გოლი გაიტანეს. მსაჯის მიერ პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე გიორგი ქვილითაიამ ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო, ხოლო საჯარიმოში შესული სამ მეტოქეს გასცდა და ზუსტად დაარტყა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ფამაგუსტელებში 2 ტაიმი ითამაშა. მან მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 26 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

მის მსგავსად „ანორთოსისში“ შეუცვლელად იასპარეზეს მეკარე გიორგი ლორიამ და ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა. სასტარტო შემადგენლობაში იყო თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც 76-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს.