ნაკრები მზადებას იწყებს – ოქრიაშვილი გვილიამ შეცვალა

0
5

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 22 მარტიდან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი წლის პირველ ოფიციალურ თამაშამდე და შვედეთში გამგზავრებამდე თბილისში ორ ვარჯიშს გამართავს. საქართველოს ნაკრები დღეს ს.კ. “ზესტაფონის” თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშებს.

მთავარი მწვრთნელის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილება განხორციელდა.

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში, “ანორთოსისის” ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო და საქართველოს ნაკრებს უახლოეს სამ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით დღეს თბილისში ვარშავის “ლეგიას” ნახევარმცველი ვაკო გვილია ჩამოვა და გუნდთან ერთად სანაკრებო მატჩებისთვის მოემზადება.

შვედეთის, ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებების წინააღმდეგ ეროვნულ გუნდში 25 ფეხბურთელია გამოძახებული.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი),  ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

25 მარტი
შვედეთი – საქართველო

28 მარტი
საქართველო – ესპანეთი

31 მარტი
საბერძნეთი – საქართველო