მბაპე საფრანგეთში ყველაზე ახალგაზრდა რეკორდსმენია

0
6

პსჟ-ს თავდამსხმელმა კილიან მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატში 100 გოლი ყველაზე ახალგაზრდამ გაიტანა.

ლიგა 1-ის 30-ე ტურში პარიზელებმა სტუმრად „ლიონს“ 4:2 აჯობეს, ხოლო კილიანმა დუბლი შეასრულა.

მან 100 გოლი 142 შეხვედრაში მიითვალა – 84 ბურთი პსჟ-ს მაისურით გაიტანა, ხოლო 16 „მონაკოს“.

მბაპემ ეს შედეგი 22 წლის და 91 დღის ასაკში აჩვენა, რაც მანამდე საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში არავის გაუკეთებია.

პსჟ-ს გოლეადორმა ერვე რეველის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც 100 გოლი 23 წლის და 153 დღის ასაკში გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მბაპემ 100 ბურთიან ნიშნუს ლიონელ მესის, რობერ ლევანდოვსკის, კრიშტიანუ რონალდუს და ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ადრე მიაღწია.

მესიმ 100 გოლი 23 წლის და 149 დღის ასაკში გაიტანა, ლევანდოვსკიმ – 24 წლისა და 200 დღისამ, რონალდუმ – 25 წლისა და 22 დღისამ, ხოლო იბრაჰიმოვიჩმა 26 წლისამ და 102 დღისამ.