ლოჩოშვილმა ავსტრიაში ანგარიში გახსნა

0
1

ლუკა ლოჩოშვილმა „ვოლფსბერგერში“ გადასვლის შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

22-ე ტურში „ვოლფსბერგერმა“ სტუმრად ვენის „აუსტრიას“ 5:3 აჯობა, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებულმა ქართველმა მცველმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა.

ლოჩოშვილი ავსტრიაში სადებიუტო სეზონს ატარებს და 17 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.

„ვოლფსბერგერის“ თადარიგში იყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის გამოძახებული გურამ გიორბელიძე, რომელსაც არ უთამაშია.

„ვოლფსბერგერი“ 33 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.