ხაბი ალონსო ბუნდესლიგაში ბრუნდება

0
4

მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მიონხენგლადბახელთა ახალი თავკაცი ესპანელი ხაბი ალონსი იქნება, რომელიც მარკო როზეს შეცვლის. როზე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, სათავეში დორტმუნდის „ბორუსიას“ ჩაუდგება.

 

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველი საკლუბო კარიერის განმავლობაში „რეალ სოსიედადში“, „ლივერპულში“, მადრიდის „რეალში“ და მიუნხენის „ბაიერნში“ გამოდიოდა.

კარიერის დასრულების შემდეგ, ალონსო „რეალში“ დაბრუნდა და 14-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა. მან 2019 წელს „რეალ სოსიედადს“ მიაშურა და ახალგაზრდულ გუნდს უძღვება.

 

ბუნდესლიგაში ჩატარებული 26 ტურის შემდეგ, „ბორუსია“ 36 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.