გრიგოლ ჩაბრაძე:“ამაყი ვარ და პასუხისმგებლობას ვგრძნობ“

0
18

ბათუმის „დინამოს“ მარჯვენა მცველმა გრიგოლ ჩაბრაძემ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ეროვნულ ნაკრებში მიწვევის შესახებ როდესაც გავიგე, ემოციების შეკავება ცოტა გამიჭირდა. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ბედნიერი მომენტი იყო. ამაყი ვარ და ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მჯერა რომ გულშემატკივარს ბევრჯერ გავახარებთ” – განაცხადა 24 წლის ფეხბურთელმა.

საქართველოს ნაკრები შესარჩევ ციკლში პირველ თამაშს 25 მარტს სტუმრად შვედეთთან ჩაატარებს, 28 მარტს ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 31 მარტს გასვლაზე საბერძნეთს შეხვდება.