ბითაძის 9 წუთი და 2 ქულა “მაიამისთან” მოგებულ მატჩში

0
7

“ინდიანა პეისერსმა”, სადაც გოგა ბითაძე გამოდის, წინა სეზონის ნბა-ს ფინალისტი “მაიამი ჰიტი” 2 დღის ინტერვალით 2-ჯერ დაამარცხა.

თუ პირველ შემთხვევაში სხვაობა 27-ქულიანი იყო, მეორე მატჩში ინდიანაპოლისელებმა 109:106 იმარჯვეს.

21 წლის ქართველმა ცენტრმა მოედანზე 9 წუთი გაატარა და 2 ქულა, 3 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. გოგამ 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, სამქულიანი ააცილა და პასივში 1 პერსონალური ფოლიც ჰქონდა.

ინდიანელთა მხრიდან 12 და მეტი ქულა ერთბაშად 7-მა კალათბურთელმა ჩააგდო, ორმა მათგანმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა: დომანტას საბონისი (17 ქულა, 11 მოხსნა), მალკოლმ ბროგდონი (12 ქულა, 10 მოხსნა). ჰითის რიგებში ჯიმი ბატლერს 21 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა, ბემ ადებაიომ კი 29 ქულას 10 მოხსნა წაამატა.

ინდიანა პეისერსმა 19 მოგება და 22 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს 23 მარტს კი, მილუოკიში, იანის ანტეტოკუნმპოს ბაქსთან ჩაატარებს.