უხვგოლიანი თრილერი სამტრედიაში

0
12

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი სამტრედიაში ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა „სამტრედიამ“ თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღო.

სტუმრებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს – მე-20 წუთზე მესიაჩენკომ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა, 32-ე წუთზე მასპინძლები სამურკასოვმა დაამწუხრა, ხოლო 34-ე წუთზე თავი თორნიკე კირკიტაძემ გამოიჩინა.

შესვენების შემდეგ მოედანზე სურათი რადიკალურად შეიცვალა და „სამტრედიამ“ 10-წუთიან მონაკვეთში ანგარიში გაათანაბრა: 62-ე წუთზე სამურკასოვმა ავტოგოლი მიითვალა, 70-ე წუთზე  იოსელიანმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, ხოლო 71-ეზე ლომთაძემ თანაფარდობა აღადგინა.

„ლოკომოტივს“ სამი ქულა ირაკლი სიხარულიძემ მოუტანა, რომელმაც სამტრედიელთა კარი 83-ე წუთზე აიღო.