სიჭინავას მეხუთე გოლი უკრაინის პრემიერ ლიგაში

0
2

ნიკა სიჭინავამ „ინგულეცს“ უკრაინის პრემიერ ლიგაში მოაგებინა.

მე-19 ტურში „ინგულეცმა“ „ოლექსანდრია“ მიიღო და ქართველი ლეგიონერის გოლის წყალობით 1:0 სძლია.

26 წლის სიჭინავამ მეტოქის კარი პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე აიღო, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მყოფმა პარტნიორის პასი კარგად გამოიყენა და „ოლექსანდრიას“ თავით გაუტანა.

მას უკრაინის პრემიერ ლიგაში დებიუტი აქვს და 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა. სიჭინავა თავისი გუნდის საუკეთსო ბომბარდირია.

„ინგულეცი“ 19 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.