შერმადინის 14 ქულა და მოგება “მურსიასთან”

0
7

გიორგი შერმადინის ჩატენით დასრულდა მატჩი სანტა კრუს დე ტენერიფეში, სადაც ქართველი ცენტრის გუნდმა 85:78 დაამარცხა “მურსია”. მურსიელთა შემადგენლობაში არ უთამაშია ქართული პასპორტის მქონე კონერ ფრენკამპს, ხოლო შერმადინი მოედანზე მყოფთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
მატჩის პირველი ნახევარი მურსიელებმა მოიგეს, თუმცა ფავორიტად შერაცხულმა ტენერიფელებმა მეორე ნახევარში მოახერხეს სტუმართა გატეხვა და საბოლოოდ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24:34 წუთში 14 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და დაფარება მიითვალა. გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 19 შეადგინა, რაც ტენერიფელთა შორის მეორე შედეგი იყო მარსელიონიო უერტასის (27) შემდეგ.
19 მოგებითა და 5 მარცხით “ტენერიფე” მესამე ადგილზეა “რეალისა” და “ბარსელონას” შემდეგ.