„სევილიას“ მაროკოელი კარის დარაჯი იასინ ბუნუ ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა.
ტურნირის 28-ე ტურში სევილიელები სტუმრად „ვალიადოლიდს“ შეხვდნენ და ქულა აიღეს – 1:1.
მსაჯის მიერ ძირითადო დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს და მეტოქის საჯარიმოში ჩასულმა ბუნუმ ანგარიში გაათანაბრა.
ის ლა ლიგის ისტორიაში მე-18 მეკარეა, რომელმაც გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ 18 გოლიდან თამაშიდან მხოლოდ 3 გავიდა, ხოლო დანარჩენი -თერთმეტმეტრიანებიდან.
მიმდინარე სეზონი ლა ლიგაში პირველია, როდესაც მეტოქის კარი ერთბაშადა ორმა მეკარემ აიღო.
ბუნუმდე თავი „ეიბარის“ სერბმა მეკარე მარკო დმიტროვიჩმა გამოიჩინა, რომელმაც მადრიდის „ატლეტიკოსთან“ პენალტი გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა.
