ლევანდოვსკის პირადი და ბუნდესლიგური რეკორდები

0
5

რობერტ ლევანდოვსკიმ ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „შტუტგარტი“ 4:0 დაამარცხა, ხოლო პოლონელმა თავდამსხმელმა სამი ბურთი გაიტანა.

მან მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 35 გოლი გაიტანა და გასულ სეზონში დამყარებული თავისი რეკორდი გააუმჯობესა – 34 გოლი.

ბუნდესლიგის ისტორიაში ეს მეოთხე შედეგია. 32 წლის ლევანდოვსკიმდე მხოლოდ გერდ მიულერმა მოახერხა სეზონში უფრო მეტი გოლის გატანა და თან სამჯერ – 1972-1973 წლების სეზონში 36 გოლი, 1969-1970 წლების სეზონში 38 გოლი, ხოლო 1971-1972 წლების სეზონში 40 გოლი.

ლევანდოვსკი ჰეთ-თრიქების რაოდენობით გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში მეორე ადგილზეა – მან ერთ მატჩში 3 გოლი 13-ჯერ გაიტანა. პოლონელმა მარიო გომესსა და კლაუს ფიშერს აჯობა.

პირველი ადგილი ლეგენდარულ გერდ მიულერს უკავია – 32 ჰეთ-თრიქი.

ლევანდოვსკი ბუნდესლიგის ისტორიაში გატანილი გოლებით მეორე ადგილზეა – 271. მან ფიშერს ერთი გოლით გაასწრო.

ბუნდესლიგის დაარსების შემდეგ, ყველაზე მეტჯერ მოწინააღდეგეები მიულერმა დაამწუხრა – 365-ჯერ.