„საბურთალომ“ და ბათუმის „დინამომ“ ქულები გაიყვეს

0
3

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის „საბურთალომ“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

შეხვედრა დაძაბული, მაგრამ ნაკლებად სანახაოებრივი აღმოჩნდა. ორი ტაიმის განმავლობაში ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი შეიქმნა, როდესაც შესვენების შემდეგ თომა ტაბატაძის მიერ დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.

მოედანზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ფრე ლოგიკური შედეგია.

მე-5 ტური ხვალ დასრულდება – „სამტრედია“ თბილისის „ლოკომოტივს“ მიიღებს, ხოლო გორის „დილა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.