ნოიერი და ლევანდოვსკი ბუნდესლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადები არიან

0
10

გერმანიის ბუნდესლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი და პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი არიან.

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ის ინფორმაციით, თითოეული მათგანი თვეში 1,7 მილიონ ევროს (გადასახადების გადახდამდე) გამოიმუშავებს.

იმ 5 ფეხბურთელს შორის, ვინც ბუნდესლიგაში ყველაზე მაღალა ხელფასს იღებს, ნოიერისა და ლევანდოვსკის გარდა, „ბაიერნის“ კიდევ 3 წარმომადგენელია – ლეროი სანე (1,5 მილიონი ევრო), თომას მიულერი (1,3 მილიონი ევრო) და ლუკა ერნანდესი (1,1 მილიონი ევრო).

ბუნდესლიგაში მოღვაწე მწვრთნელებს შორის ყველაზე მეტ თანხას „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი გამოიმუშავებს – თვეში 580000 ევრო.

მეორე ადგილზე ლევერკუზენის „ბაიერის“ თავკაცი პეტერ ბოშია – 290000 ევრო, ხოლო მესამეზე „ლაიფციგის“ დამრიგებელი იულიან ნაგელსმანი – 250000 ევრო.