ნემსაძემ დისკვალიფიკაცია მოიხადა, „დინამომ“ თელავში მოიგო

0
9

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურში თბილისის „დინამო“ „თელავს“ ესტუმრა, რომელსაც გუნდში არსებული კოვიდ პანდემიის გამო თადარიგში მხოლოდ ორი ფეხბურთელი ჰყავდა. ინფიცირებულია თელაველთა მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძე.

სამაგიეროდ, მსაჯის შეურაცხყოფისთვის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, თბილისელებს თავკაცი გიორგი ნემსაძე დაუბრუნდა.

სარაგბო „კავკასიონ არენაზე“ გამართულ მატჩში, რომლის საფარიც ფეხბურთის სათამაშოდ ნაკლებად გამოდგება „დინამომ“ 3 ქულა აიღო.

63-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან კობოურის ჩაწოდების შემდეგ, სტუმართა სერბმა ლეგიონერმა მარუშიჩმა ანგარიში თავური დარტყმით გახსნა.

68-ე წუთზე ნიდერლანდელმა სპორკსლედემ ბურთი თავს ზემოთ შერგელაშვილს გადაუგდო და საჯარიმოს ხაზოდან „ცაციათი“ მიწაზე დაუშვებლად მასპინძელთა მეკარე სანიკიძეს შორეულ კუთხეში გაუტანა.

72-ე წუთზე, სტუმართა კიდევ ერთმა სერბმა ფეხბურთელმა მასპინძელთა კარი საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით აიღო.

ქობულეთის „შუქურამ“ ზესტაფონში „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმის მე-15 წუთზე წყალტუბოელთა კარი მიშიკო სარდალიშვილმა აიღ, ხოლო ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე წერტილი გიორგი ჩელებაძემ დასვა.