ყაზანის „რუბინმა“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, რუსეთის პრემიერ ლიგაში გამარჯვებათა სერია შეწყვიტა,
„რუბინმა“ 23-ე ტურში „ხიმკი“ მიიღო და 1:3 წააგო. მანამდე, ყაზანელებმა ჩემპიონატში ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგეს.
კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და 2 ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა. 27-ე წუთზე პარტნიორის გადაცემის შემდეგ მეტოქის კარის წინ მდგომმა კვარაცხელიამ ძალიან უხეიროდ დაარტყა და ბურთი ხარიხას გადააცილა.
69-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სტუმართა კართან ორიოდე მეტრში იდგა და ბურთი მოწინააღმდეგის ფეხიდან მიუვიდა, მაგრამ ზუსტად ვერც ამჯერად დაარტყა.
„რუბინს“ 37 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
