კვარაცხელიამ ყაზანელ გულშემატკივრებს მოუბოდიშა

0
10

ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინის“ გულშემატკივრებს „ხიმკისთან“ საშინაო მარცხისთვის მოუბოდიშა.

რუსეთის პრემის ლიგის 23-ე ტურში ყაზანელებმა „ხიმკისთან“ 1:3 წააგეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა 2 „ასპროცენტიანი“ მომენტი ვერ გამოიყენა.

„ბოდიში იმედგაცრუებისთვის…ცხოვრებაში გამარჯვებებიც არის და მარცხიც, მაგრამ წაგების გარეშე ამის შესახებ ვერ გავიგგებდით. უფრო ძლიერები დავბრუნდებით! მადლობა მხარდაჭერისთვის“ – დაწერა კვარაცხელიამ თავის ინსტაგრამის გვერდზე.

20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა.