ბორჯღალოსნებმა რუსებს ბონუსით მოუგეს

0
10

ბორჯღალოსნებმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩში, კალინინგრადში რუსეთს 23:6 სძლიეს და სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის, ბონუსიც აიღეს.

პირველ ტაიმში ლელოები თავი აკა ტაბუცაძემ და თედო აბჟანდაძემ გაიტანეს. თედოს ორივე გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა მანამდე ორი ჯარიმა გაიტანა 16:3 დავწინაურდით. შესვენების შემდეგ თავისი პირველი სანაკრებო ლელო გაიტანა 18 წლის დავით ნინიაშვილმა, ამჯერად აბჟანდაძემაც გარდასახა და 23:6 დავწინაურდით. მასპინძლებმა ჯარიმები პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში გაიტანეს.

ბორჯღალოსნები სამი თამაშის შემდეგ 14 ქულით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ლიდერობენ და 28 მარტს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ რუმინეთს მასპინძლობენ.

შეგახსენებთ, წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა.