ბითაძის 6 ქულა და გამარჯვება „მაიამისთან“

0
6

„ინდიანა პეისერსმა“, სადაც გოგა ბითაძე გამოდის, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში სტუმრად „მაიამი ჰიტს“ 137:110 აჯობა.

განვლილი მატჩი მიმდინარე სეზონში ის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი იყო, როდესაც „ინდიანას“ მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს ცენტრს ენდო და არასრული 18 წუთი ათამაშა.

ბითაძემ „მაიამისთან“ შეხვედრაში 6 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა. მან ორიდან ორივე 2-ქულიანი გამოიყენა, ხოლო 5 საჯარიმოდან 2 ჩააგდო.

„პეისერსს“ მალკოლმ ბროგდონმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულა მიითვალა.

„ინდიანა პეისერსმა“ 40-დან 18 თამაში მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა,

ინდიანელები მომდევნო შეხვედრას 21 მარტს ისევ „მაიამი ჰიტთან“ ჩაატარებენ.