შენგელიას 14 ქულა და გამარჯვება მადრიდში

0
9

მოსკოვის ცსკა-მ, სადაც თორნიკე შენგელია გამოდის, ევროლიგის რეგულარული სეზონის 30-ე ტურში სტუმრად მადრიდის „რეალი“ 96:89 დაამარცხა. რუსულმა კლუბმა მიმდინარე სეზონში ესპანელებს გასვლაზე პირველად მოუგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ცსკა-ს სასტარტო შემადგენლობაში იყო და საბოლოოდ მატჩი 14 ქულით დაასრულა. მისი შედეგი ალბათ უკეთესი იქნებოდა, 5 პერსონალური ჯარიმის გამო, მესამე მეოთხედში მოედანი რომ არ დაეტოვებინა.

შენგელიამ 2-დან ერთი ორქულიანი გამოიყენა, მაგრამ სამაგიეროდ, ოთხიდან 3 სამქულიანი ჩააგდოა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 1 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრაა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 7 იყო.

ცსკა-ში ყველაზე შედეგიანი 23 ქულით უილ კლაიბერნი იყო, ხოლო „რეალში“ ტრეი ტომპკინსმა თავი 20 ქულას მოუყარა.

შენგელიას გუნდმა 29 მატჩიდან 17 მოიგო და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მოსკოველები მომდევნო შეხვედრას 25 მარტს შინ სერბეთის ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ ჩაატარებენ.