სენსაცია ზაგრებში – მოურინიო ევროპა ლიგას დაემშვიდობა

0
5

ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი „ტოტენჰემი“, რომელიც ევროპა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, გათამაშებას 1/8-ფინალში დაემშვიდობა.

ლონდონელებმა პირველ მატჩში შინ ზაგრების „დინამო“ 2:0 დაამარცხეს და ხორვატიის დედაქალაქშიც საპასუხო თამაშის ჩასატარებლად მშვიდად ჩავიდნენ, მაგრამ საბოლოოდ მოვლენები მათთვის არასასურველად განვითარდა.

შეხვედრის გმირი „დინამოს“ ფორვარდი ორშიჩი აღმოჩნდა, რომელმაც თავის დროზე „საბურთალოს“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გოლები თბილისშიც გაუტანა და ზაგრებშიც.

ორშიჩმა მატჩის 62-ე წუტზე ულამაზესი შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. მან 83-ე წუთზე დუბლი მიითვალა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

106-ე წუთზე ორშიჩმა ბურთი მოედნის ცენტრიდან “წამოიღო”, გზად ოთხ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოს მისადგმომებიდან ზუსტად დაარტყა – 3:0.

მოურინიომ სამწვრთნელო კარიერისა განმავლობაში ევროთასებზე დიდი ანგარიშით მესამე თამაში წააგო – მანამდე მისი გაწვრთნილი „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგაში „ლაიფციგთან“ 0:3 დამარცხდა, ხოლო 2013 წელს იმავე ჩემპიონთა ლიგაში პორტუგალიელის თავკაცობით „რეალმა“ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 1:4 წააგო.

გუშინდელი სათამაში დღის საადრეოდ გამართულ კიდევ სამ მატჩში ლონდონის „არენალმა“ შინ „ოლიმპიაკოსთან“ 0:1 წააგო, „მიოლდემ“ „გრანადას“ 2:1 აჯობა, ხოლო „რომამ“ სტუმრად „შახტარს“ 2:1 სძლია. დონეცკელთა თადარიგში იყო საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა, მაგრამ არ უთამაშია.

1/4-ფინალში „არსენალი“, „გრანადა“ და „რომა“ გავიდნენ – „არსენალმა“ პირველი თამაში 3:1 მოიგო, „გრანადამ“ 2:0, ხოლო „რომამ“ – 3:0.