მოდრიჩი ჩემპიონთა ლიგაში „კვირის ფეხბურთელია“

0
8

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ტურნირის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში „რეალმა“ თავის მოედანზე ბერგამოს „ატალანტა“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ხორვატმა შუახაზელმა სრულად ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა. მოდრიჩის პასების სიზუსტემ ბერგამოელებთან შეხვედრაში 94 პროცენტი შეადგინა.

„რეალის“ მოთამაშემ უეფას ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში „მანჩესტერ სიტის“ ბელგიელ ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს, „ჩელსის“ ფრანგ შუახაზელ ნგოლო კანტეს და „ბაიერნის“ ნახევარმცველ ჯოშუა კიმიხს აჯობს.

მოდრიჩმა მიმდინარე სეზონში „რეალის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.