„მილანი“ ევროპა ლიგიდან „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გავარდა

0
30

„მილანმა“ მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ლიგის 1/8-ფინალში პირველი მატჩში სტუმრად „მანჩესტერ იუნატედთან“ 1:1 ითამაშა, 1/4-ფინალში ვერ გააღწია.

იტალიაში გამართულ საპასუხო შეხვედრაში ინგლისელებმა 49-ე წუთზე პოლ პოგბას მიერ გატანილი გოლით 1:0 მოიგეს და ტურნირში გამოსვლას აგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ 6 თებერვალს „ევერტონთან“ (3:3) მიღებული ტრავმის გამო 28 წლის ფრანგს თვეზე მეტი გაუცდა და მანჩესტერელებს „მილანთან“ დაპირისპირებაში დაუბრუნდა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „მილანი“ ევროთასებიდან ზედიზედ მეორედ „გააგდო“, ხოლო მანამდე 4-ჯერ ორმატჩიანი დაპირისპირება იტალიელებმა მოიგეს.

ტურნირს მოულოდნელად დაემშვიდობა სტივენ ჯერარდის გაწვრთნილი „რეინჯერსი“, რომელმაც პრაღის „სლავიასთან“ პირველი თამაში სტუმრად 1:1 დაასრულა, ხოლო შინ 0:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ 73-ე წუთიდან, როდესაც გლაზგოელები 0:1 აგებდნენ, მოედანზე 9 კაცით დარჩნენ. მანამდე, „რეინჯერსს“ ფეხბურთელი 61-ე წუთზე გაუძევეს.

„ვილიარეალმა“ კიევის „დინამოს“ უკრაინის დედაქალაქში ჩატარებული მატჩის მსგავსად, საშინაო შეხვედრაც 2:0 მოუგო და 1/4-ფინალშია.

„აიაქსმა“ ამსტერდამში მოგებული 2:0-ის მერე, შვეიცარიულ „იანგ ბოიზს“ გასვლაზე 3:0 აჯობა და მომდევნო ეტაპზეა.