მესი და სიმეონე ლა ლიგაში ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ

0
12

ესპანეთის ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი „ბარსელონას“ კაპიტანი ლიობელ მესია, ხოლო მწვრთნელი „ატლეტიკოს“ დამრიგებელი დიეგო სიმეონე, იუწყება ფრანგული გამოცემა L’Equipe.

კატალონიელთა არგენტინელი ვარსკვლავი თვეში 10,5 მილიონ ევროს (გადასახადების გადახდამდე) გამოიმუშავებს.

მეორე ადგილზე „ბარსას“ ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი და „ატლეტიკოს“ ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი არიან: 2,9-2,9 მილიონი ევრო.

მათ შემდეგ „რეალის“ ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი ედენ აზარი მოდის – 2,5 მილიონი ევრო, ხოლო მეხუთე პოზიცია „სამეფო კლუბის“ კაპიტან სერხიო რამოსს უკავია – 2 მილიონი ევრო.

არგენტინელი სიმეონე თვეში 3,6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მის შემდეგ ლა ლიგის მწვრთნელებში ყველაზე დიდ ხელფასს „რეალის“ ფრანგი თავკაცი ზინედინ ზიდანი იღებს – 1,4 მილიონი ევრო.

მესამე ადგილზე „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ნიდერლანდელი რონალდ კუმანია – 1,2 მილიონი ევრო.