მამარდაშვილი: “ჩემი მოტივაცია გაორმაგებულია”

0
25

თბილისის “ლოკომოტივის” მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მარტის თვეში შვედეთთან (25 მარტი) სტუმრად, ესპანეთთან (28 მარტი) და საბერძნეთთან (31 მარტი) გასვლაზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას გამოეხმაურა.
“ჩემი მოტივაცია გაორმაგებულია. ძალიან გამიხარდა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება. საოცარი განცდაა, როდესაც შრომა გიფასდება და ქვეყნის პირველ გუნდში თავის დამკვიდრების შანსი გეძლევა. რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნაკრებისთვის სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო”.