ევროპა ლიგის 1/4-ფინალში წყვილები ცნობილია

0
6

ევროპა ლიგის 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა.

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ, გუნდები ასე დაწყვილდნენ:

“გრანადა” – “მანჩესტერ იუნაიტედი”

“არსენალი” – “სლავია” (პრაღა)

“აიაქსი” -“რომა”

“დინამო” (ზაგრები) – “ვილიარეალი”

ევროპა ლიგის 1/2-ფინალში ერთმანეთს შემდეგი წყვილების გამარჯვებულები შეხვდებიან:

“გრანადა” – “მანჩესტერ იუნაიტედი”/”აიაქსი” -“რომა”

“დინამო” (ზაგრები) – “ვილიარეალი”/”არსენალი” – “სლავია” (პრაღა)

ევროპა ლიგის 1/4-ფინალი პირველი მატჩები 8 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 15 აპრილს.

ევროპა ლიგის 1/2-ფინალის პირველი შეხვედრები 29 აპრილს გაიმართება, საპასუხო კი -6 მაისს.

ევროპა ლიგის ფინალი 26 მაისს ქალაქ გდანსკში „არენა გდანსკზე“ ჩატარდება.