ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა

0
33

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წყვილები ცნობილია.

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ, გუნდები ასე დაწყვილდნენ:

“მანჩესტერ სიტი” – “ბორუსია” (დორტმუნდი)

“პორტუ” – “ჩელსი”

“ბაიერნი” – პსჟ

“რეალი” – “ლივერპული”

1/2-ფინალებში ერთმანეთს შემდეგი წყვილების გამარჯვებულები შეხვდებიან:

“ბაიერნი” – პსჟ/”მანჩესტერ სიტი” – “ბორუსია” (დორტმუნდი)

“რეალი” – “ლივერპული”/”პორტუ” – “ჩელსი”

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩები 6-7 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო – 13-14 აპრილს.

ნახევარფინალის შეხვედრები 27-28 აპრილს შედგება, საპასუხო კი – 4-5 მაისს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 29 მაისს სტამბოლში ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება.