ბეილი და გვარდიოლა პრემიერ ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი არიან

0
7

ლონდონის „ტოტენჰემის“ გარემარბი გარეთ ბეილი ინგლისის პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, ხოლო მწვრთნელებში ყველაზე მეტ თანხას „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვთნელი პეპ გვარდიოლა გამოიმუშავებს, იუწყება ფრანგული გამოცემა L’Equipe,

ბეილი თვეში ხელფასის სახით 2,5 მილიონ ევროს (გადასახადების გამოკლების გარეშე) იღებს. უელსის ნაკრების კაპიტანი „ტოტენჰემში“ სეზონის დაწყებამდე მადრიდის „რეალმა“ გაანათხოვრა და ამიტომ, ხელფასის უმეტეს ნაწილს სწორედ ესპანური გრანდი იხდის.

ბეილის შემდეგ, პრემიერ ლიგაში ყველაზე დიდი ხელფასი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ესპანელ მეკარე დავიდ დე ხეას აქვს – 1,85 მილიონი ევრო.

მესამე ადგილზე „მანჩესტერ სიტის“ ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინია – 1,58 მილიონი ევრო.

მეოთხე ადგილი „მანჩესტერ სიტის“ გარემარბ რაჰიმ სტერლინგს უკავია – 1,48 მილიონი ევრო, ხოლო ხუთელის ბოლოში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბაა – 1,43 მილიონი ევრო.

„სიტის“ თავკაცი პეპ გვარდიოლა თვეში 1,89 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მის შემდეგ „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო და „ლივერპულის“ დამრიგებელი იურგენ კლოპი მოდიან – 1,42 მილიონი ევრო.