აკრედიტაცია საქართველო – ესპანეთის მატჩზე

0
5

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2021 წლის მარტში სამ ოფიციალურ მატჩს გამართავს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ეროვნული გუნდი 25 მარტს სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. მეორე მატჩი 28 მარტს თბილისში ესპანეთის წინააღმდეგ შედგება, 31 მარტს კი, ვილი სანიოლის გუნდი საბერძნეთს ესტუმრება.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: კოვიდ19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისი შეზღუდვები მოქმედებს. შეხვედრას მედიის წარმომადგენელთა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა დაესწრება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საქართველო – ესპანეთის მატჩზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ მხოლოდ 24 მარტის ჩათვლით, მითითებული ბმულის დახმარებით.

ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი  მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ უეფას მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, შენარჩუნებულია დისტანციის დაცვის წესი როგორც მედია ტრიბუნაზე, ისე საპრესკონფერენციო დარბაზში. უეფას გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ე.წ. შერეული ზონა (Mixed Zone), სადაც თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებთან ინტერვიუების ჩაწერა ხდებოდა.